2017-02-22
ბრძანება №:31/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი” (მე-5 საფეხური) მობილობისათვის ვაკნტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი” (მე-5 საფეხური) მობილობისათვის ვაკნტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის 139/2013 დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 14 თებერვლის №1371/26 წარდგინებისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 20 თებერვლის №1742/10 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი” (მე-5 საფეხური) მობილობისათვის 2 ვაკანტური ადგილი.
2.
განისაზღვროს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი” (მე-5 საფეხური) მობილობის ვადები:
ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 22-23 თებერვალი;
ა.ბ) უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველ პროფესიულ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 24 თებერვალი
ა.გ) პროფესიულ სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 27 თებერვალი;
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება – 28 თებერვალი.
3.
განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა)
განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) - ვაჟებისთვის;
ე)პროფესიული სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);
ვ) პროფესიული სტუდენტის სასწავლო ბარათი (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);
4.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე