2015-05-06
ბრძანება №:498/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე 


  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 2015 წლის 17 აპრილის №56/01-01 ბრძანების, და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის  მოადგილის ე. ლეკაშვილის 2015 წლს 27 აპრილის №14398/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის    2015 წლის 28 აპრილის №14599/02 დასკვნის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შემდეგი მაგისტრანტები:

სამაგისტრო პროგრამა ტურიზმი:

 

II სემესტრი

 

 

გვარი

სახელი

პირადი

დაფინანსების ოდენობა

1.

ყიფიანი

გიორგი

1406.25 ლარი

2.

სხულუხია

ბექა

1406.25 ლარი

3.

ჯამაგიძე

მარიამი

703.12 ლარი

4.

რობაქიძე

მარიამი

703.12 ლარი

 

IV სემესტრი


 

გვარი

სახელი

პირადი

დაფინანსების ოდენობა

5.

მჭედლიძე

ნინო

1406.25 ლარი

6.

მანია

თემური

1406.25 ლარი

7.

მერაბიშვილი

ნინო

703.12 ლარი

8.

გელბაქიძე

თეონა

703.12 ლარი

 

 

2.  დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა                 დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                     დ. ჩომახიძე




« უკან დაბრუნება