2015-08-05
ბრძანება №:832/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში ინგლისურენოვანი პროგრამის "მედიცინა" სტუდენტებისათვის რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის    დამატებით სემესტრში ინგლისურენოვანი პროგრამის "მედიცინა" სტუდენტებისათვის რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ” მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 30 ივლისის  №939/32 (კანცელარიაში რეგისტრაციის №25186/02 30.07.2015) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიეცეთ 2014-2015 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის  გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების №1 დანართში მითითებულ მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის "მედიცინა" სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ექტორი, პროფესორი                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება