2010-11-15
ბრძანება №:105/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების (კურიკულუმი) მოდერნიზაციის პროექტის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების (კურიკულუმი) მოდერნიზაციის პროექტის კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 15 ოქტომბრის №26045/02 კორესპონდენციის და რექტორის 2010 წლის 5 ნოემბრის №1464/01–01–05–14 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

  1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების (კურიკულუმი) მოდერნიზაციის პროექტის კოორდინატორის შესარჩევად.
  2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, ვისაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (სასურველია საზღვარგარეთ, მაგისტრის დიპლომი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
  3. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
    •    მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია საერთაშორისო კონტექსტში);

    •    ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;

    •    კომპიუტერული უნარები: MS Windows Office, Internet;

    •    ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;

    •    ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

    •    მოქნილად და დიპლომატიურად მოქმედების უნარი;

    •    ინტერკულტურული კომპეტენციების ფლობა;

    •    დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

    •    მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივისა და შემოქმედებითი აზროვნების, დისციპლინირებული და გუნდური მუშაობის უნარი.
  4. კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს  მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
    •    რეზიუმე ქართულ და ინგლისურ  ენებზე;

    •    პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

    •    სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც ასახავს განათლების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისობას გამოცხდებული კონკურსის მოთხოვნებთან (დოკუმენტის ტიპი  – MS Word, მანძილი სტრიქონებს შორის – 1.5, მინდორი – 2სმ, ფონტის ტიპი–arial, შრიფტის ზომა - 10, ტექსტის მოცულობა – არაუმეტეს 600 სიტყვა);

    •    პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ერთი სარეკომენდაციო  წერილი, რომელიც რეკომენდატორმა უნდა გამოგზავნოს  მისამართზე  recruitment@tsu.ge სათაურის ველში აპლიკანტის სახელისა და გვარის მითითებით;

    •    დიპლომის, პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის (სერთიფიკატები) დასკანერებული ასლი;

    •    საბუთების ელექტრონული ვერსიის მიღება იწარმოებს 2010 წლის 1 დეკემბრის  18:00 საათამდე  მისამართზე: recruitment@tsu.ge. სათაურის ველში “პროექტის კოორდინატორი”–ს მითითებით.
  5. კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს დაევალება:
    •    პროექტის საქმიანობის ყველა ასპექტის დაგეგმვა და მართვა,  მენეჯმენტის განხორციელება.

    •    პროექტის ფარგლებში, თსუ-ს მხრიდან საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამასთან (HESP) ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებში;

    •    პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი მონაცემების შეგროვება, ორგანიზება, წერილობითი მიმოწერის წარმოება, თარგმნა (ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით) და ანალიზი;

    •    პროექტის საინფორმაციო მასალების მომზადება-გავრცელება;

    •    პროექტის პროგრესის მონიტორინგი, პროექტის პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან თანამშრომლობა;

    •    პროექტის ფარგლებში შესრულებულ საქმიანობაზე  რეგულარული ანგარიშგება.

    •    ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების (კურიკულუმი) მოდერნიზაციის პროექტის მეორე ტალღის საპროექტო განაცხადის მომზადება;

    •    პროექტის უცხოელი ექსპერტების ვიზიტების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების თანმიმდევრული თარგმნა.
  6. კონკურსში მონაწლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. 
  7. შეიქმნას კომისია  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების (კურიკულუმი) მოდერნიზაციის პროექტის  კოორდინატორის შერჩევის მიზნით. 
  8. შერჩეული კანდიდატები  შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას გაივლიან დეკემბრის თვეში და გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ პირადად (ელექტრონული ფოსტით).
  9. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის შრომითი ურთიერთობა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით და შრომის ანაზღაურების ოდენობა  განისაზღვროს თვეში 1500 ლარით. დაევალოს პერსონალის მართვის სამსახურს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
  10. ინფორმაცია "თსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების  (კურიკულუმი)  მოდერნიზაციის პროექტის  კოორდინატორის”  შერჩევის შესახებ განთავსდეს www.jobs.ge-ზე და www.hr.com.ge-ზე. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
  11. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                             ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება