2012-09-28
ბრძანება №:130/01-01
ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯსა და თსუ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/6 ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის "ე” ქვეპუნქტისა და 15-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, „ს” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (24879/02; 28.09.2012) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. ჩატარდეს სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯსა და თსუ-ს შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოყოფილი საბაკალავრო ოთხთვიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2012 წლის 3 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი 204).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. მანანა გელაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე)
2. ირინა გველესიანი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი)
3. ეკატერინე ფირცხალავა (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი)
4. მაია შუხოშვილი (თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი)
5. სოფიო ჩიტაძე (თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი)
6. ანი ჭელიშვილი (თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი)
4. დამტკიცდეს კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი #1).
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
6. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
პროფესორი ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება