2016-08-10
ბრძანება №:137/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 მე-11 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ” მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2016 წლის 10 აგვისტოს №26527/02 წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები შემდეგი სახით:
ა)
ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 10 - 16 აგვისტო;
ბ)
სააუდიტორიო მეცადინეობები – 10 აგვისტო - 10 სექტემბერი.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორიის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი მერაბ ელიაშვილი