2014-01-17
ბრძანება №:09/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის№153/01-01 ბრძანებით შექმნილი რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიისათვის 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტის გამოვლენის ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის, ,, სსიპ - ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №153/01-01 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №153/01-01 ბრძანებით შექმნილ რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელ კომისიას დაევალოს 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტის გამოვლენა და რექტორისათვის წარდგენა არაუგვიანეს 2014 სასწავლო წლის 5 მარტამდე, 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრში რექტორის ბრძანების საფუძველზე სტიპენდიის დანიშნვის მიზნით.
2.   ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება