2020-09-01
ბრძანება №:165/01-01

„სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 24 იანვრის №02/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 24 იანვრის №02/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში covid-19 პანდემიის გავრცელების შედეგად შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის სტუდენტების მნიშვნელოვან ნაწილს პრობლემები შეექმნათ სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, რისთვისაც მიზანშეწონილია დაწესდეს შეღავათი გასული პერიოდის დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით. ზემოხსენებულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 19 აგვისტოს N 11962/10 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ“ რექტორის 2012 წლის 24 იანვრის №02/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,3. სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სტუდენტს მომდევნო სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცეს მხოლოდ დავალიანების    დაფარვის    შემდეგ,    ქვემოთმოცემული    პირობების დაცვით:

ა) თუ სტუდენტის დავალიანება აღემატება მის მიერ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სემეტრულად გადასახდელი სწავლის საფასურის ოდენობას, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს დავალიანების ნაწილი - სემეტრული საფასურის სრული ოდენობის სახით, ხოლო დავალიანების დანარჩენი ნაწილი შესაძლებელია გადანაწილდეს და გადახდილი იქნეს სტუდენტის მიერ შედგენილი გრაფიკით, მომდევნო, აქტიური სასწავლო სემესტრის პერიოდზე, რომელზედაც სტუდენტი ამ პუნქტში მოხსენიებული წესით და ოდენობით დავალიანების დაფარვის შემდგომ დარეგისტრირდება და გადაიხდის მიმდინარე სწავლების საფასურთან ერთად;
ბ) თუ სტუდენტის დავალიანება არ აღემატება მის მიერ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სემეტრულად გადასახდელი სწავლის საფასურის ოდენობას, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს დავალიანება სრულად, რის შემდგომაც მას მიეცემა მომდევნო სემეტრზე ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლება.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება