ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების დირექტორებისათვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტზე – დიპლომსა და სერტიფიკატზე ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ (ბრძანება N47/01–01)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების დირექტორებისათვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტზე – დიპლომსა და სერტიფიკატზე ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის I-ლი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის #281 ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2005 წლის 16 ნოემბრის #237 ბრძანებით დამტკიცებული "დიპლომის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების, დამზადების, შენახვისა და გაცემის შესახებ დებულების" საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. მიენიჭოთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტზე – დიპლომსა და სერტიფიკატზე ხელმოწერის უფლებამოსილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს:
– ზუგდიდის ფილიალი – თეონა ხუფენია,
– მესხეთის ფილიალი – შოთა ზაზაშვილი,
– სიღნაღის ფილიალი – გაიოზ ნადირაშვილი,
– ოზურგეთის ფილიალი – ზურაბ შარაძე,
– ფოთის ფილიალი – თეიმურაზ ფაჩულია,
– ქვემო ქართლის ფილიალი – ომარ ტაბუცაძე,
– ჯავახეთის ფილიალი – როინ ყავრელიშვილი.
2. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ.ოვსიანიკოვა) დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა ფილიალების დირექტორებისათვის.
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება