2011-04-13
ბრძანება №:40/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადების  შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2011 წლის 12 აპრილის №9197/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის იურიდიულ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

    ა) სამართალმცოდნეობა;

    ბ) პოლიტიკური მეცნიერება;

    გ) სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია;

    დ) შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია;

    ე) ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება;

    ვ) კლინიკური ნეიროფსიქოლოგია;

    ზ) ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია.


  2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

    ა) საბუთების მიღება – 14  - 21 აპრილი;
    ბ) გამოცდა უცხო ენაში – 26 აპრილი;

    გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 27 აპრილი;

    დ)გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 28 - 29 აპრილი;

    ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 2 მაისი

    ზ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 3 - 4 მაისი;

    თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება -  6 მაისი.


  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                   ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება