2011-06-20
ბრძანება №:108/02-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 27 დეკემბრის #294/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის "დ" პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 20 ივნისის №15647/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგისა  და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 27 დეკემბრის #294/02-01 ბრძანებაში და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგი  და სახელფასო ფონდი დამტკიცდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი №1);
  2. პირველი  პუნქტით გათვალისწინებული დანართი ძალაშია 2011 წლის 20 ივნისიდან;
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დ. ჩომახიძე    
« უკან დაბრუნება