2020-09-14
ბრძანება №:176/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის
2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:
ა) „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) შემოდგომის სემესტრი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გარდა):
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 13 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7-14 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით)-14 სექტემბერი-26 დეკემბერი (სრულად ელექტრონული მოდელით - 14 სექტემბერი-1 ოქტომბერი)“;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 4 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 10–16 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 27 დეკემბერი – 8 იანვარი; 17 -28 თებერვალი.
ბ) „ბ“ პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ პუნქტი:
„ბ1“ შემოდგომის სემესტრი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
ბ1.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 13 სექტემბერი;
ბ1.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 7-14 სექტემბერი;
ბ1.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით) - 21 სექტემბერი-26 დეკემბერი; 9-16 იანვარი (სრულად ელექტრონული მოდელით -21 სექტემბერი-1 ოქტომბერი);
ბ1.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 16-22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ1.ე) არდადეგები - 27 დეკემბერი – 8 იანვარი; 23-28 თებერვალი.
გ) „გ1 ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1 ზ.) სააუდიტორიო მეცადინეობები (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით) - 21 სექტემბერი-26 დეკემბერი; 9-16 იანვარი (სრულად ელექტრონული მოდელით - 21 სექტემბერი-1 ოქტომბერი);
დ) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.გ. სააუდიტორიო მეცადინეობები (საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით) - 21 სექტემბერი- 26 დეკემბერი; 9-16 იანვარი (სრულად ელექტრონული მოდელით 21 სექტემბერი-1 ოქტომბერი)“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე