2015-07-16
ბრძანება №:113/01-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) იოსებ სალუქვაძე - რექტორის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) თამარ ვეფხვაძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ეკა ლეკაშვილი - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) მამუკა ხუსკივაძე - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის მოწვეული სპეციალისტი (პედაგოგი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ნუგზარ თოდუა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ტარიელ ზარანდია - უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
მ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) ნანი ბენდელიანი - რექტორის მოადგილის კონსულტანტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
2.
სამუშაო ჯგუფს დაევალოს განიხილოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის მიზანშეწონილობის საკითხი და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები არაუგვიანეს 2015 წლის პირველი ოქტომბრისა.
3.
ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის მიზნებისათვის სამუშაო ჯგუფის მიერ უზრუნველყოფილი იქნას ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ფუნქციონირების ყველა სფეროს (საფინანსო, ეკონომიკური, ქონებრივი, საგანმანათლებლო /მათ შორის პროგრამული, სტუდენტთა კონტინგენტის/, სამეცნიერო და სხვა) ანალიზი და ამ ანალიზის შედეგების გათვალისწინება.
4.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.
ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
6.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება