2018-04-26
ბრძანება №:101/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგისა და რესტავრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგისა და რესტავრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 5 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2018 წლის 2 აპრილის N6519/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგის (1 საშტატო ერთეული) და რესტავრატორის (1 საშტატო ერთეული) შესარჩევად.
ა) ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგე - 1 საშტატო ერთეული.
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
ა) საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ ცოდნა;
ბ) სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების ცოდნა;
გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება კონსერვაციისა და სახელოვნებათმცოდნე სფეროში;
დ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint (კარგად) და adobe Photoshop (საშუალოდ) ცოდნა.
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ზ) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძებნის უნარი;
2.
აპლიკანტს მოეთხოვება რესტავრაციის განყოფილების გამგის შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
ბ) მოვალეობების განაწილება განყოფილების თანამშრომლებს შორის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, მათი ფუნქციების განსაზღვრა და დავალებების მიცემა;
გ) განყოფილებაში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ელექტრონული საქმის წარმოება;
დ) განყოფილების საქმიანობის სამოქმედო გეგმისა და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
ე) განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზება;
ვ) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისთვის წინადადებების წარდგენა,
ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ზ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვაზე ზრუნვა, აკინძვისა და რესტავრაციის ახალი მეთოდების დანერგვა; საბიბლიოთეკო დოკუმენტების დეზინფექციისა და კონსერვაცია- რესტავრაციის სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელობა;
თ) შესაძენი საჭირო სარესტავრაციო მასალების, ხელსაწყოების, დანადგარების შეძენაზე ზრუნვა;
ი) გარემო პირობების მაჩვენებლის RH/T მაჩვენებლის მონაცემების სწორი ინტერპრეტაცია და გარემო პირობების მოდიფიკაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.
კ) პასუხისმგებლობის აღება განყოფილების საქმიანობის კანონიერებასა და ხარისხზე;
3.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით);
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ბ) ბიბლიოთეკის რესტავრატორი - (შრომითი ხელშეკრულება).
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
ა) საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ ცოდნა;
ბ) სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების ცოდნა;
გ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება კონსერვაციისა და სახელოვნებათმცოდნე სფეროში;
დ) კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint (კარგად) და adobe Photoshop (საშუალოდ) ცოდნა.
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
4. აპლიკანტს მოეთხოვება რესტავრატორის შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) საბიბლიოთეკო დოკუმენტების სადეზინფექციო, საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება (ფოტო - ტექსტური დოკუმენტაციის მომზადება, გაწმენდა, ფურცლის, ყდის რესტავრაცია, აკინძვა, ყდაში ჩასმა, ყდის ტონირება)
ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვაზე ზრუნვა, აკინძვისა და რესტავრაციის ახალი მეთოდების დანერგვა;
გ) პერიოდული გამოცემების აკინძვა-რესტავრაცია;
დ) რესტავრირებული დოკუმენტების მომზადება საგამოფენოდ
5. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) ბაკალავრის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით);
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
7.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის განყოფილების გამგისა და რესტავრატორის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2018 წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 4 მაისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგე", ან „რესტავრატორი“;
9. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოგილების გამგისა და რესტავრატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe.
10. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 18 მაისისა;
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
ადმინისტრაციის ხელძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა