2016-06-22
ბრძანება №:104/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ -პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ -პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის #118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი #10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 6 ივნისის #09/04 ერთობლივი ბრძანების" და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2016 წლის 17 ივნისის #20440/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.
უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3.
კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 22 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 25 ივლისიდან 2016 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის 26 სექტემბრისა;
4.
კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
მათემატიკის დეპარტამენტი
კათედრა: მათემატიკური ანალიზი
ასისტენტ პროფესორი - 4 საშტატო ერთეული
კათედრა: ალგებრა-გეომეტრია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: მექანიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტი
კათედრა: თეორიული ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: გამოყენებითი ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: პრაქტიკული ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: ტექნიკური ინფორმატიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები)
კათედრა: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები
ასისტენტ პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
კათედრა: რიცხვითი ანალიზი და გამოთვლითი ტექნოლოგიები
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
გეოგრაფიის დეპარტამენტი
კათედრა: ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
კათედრა: გეომორფოლოგია და კარტოგრაფია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
გეოლოგიის დეპარტამენტი
კათედრა: გეოლოგია
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ქიმიის დეპარტამენტი
კათედრა: ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: ორგანული ქიმია
ასისტენტ პროფესორი -1 საშტატო ერთეული
კათედრა: ფიზიკური და ანალიზური ქიმია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ბიოლოგიის დეპარტამენტი
კათედრა: ბიომრავალფეროვნება
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: ბიოქიმია
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ფიზიკის დეპარტამენტი
კათედრა: ელემენტარული ნაწილაკები და კვანტური ველები
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: არაწრფივი მოვლენების ფიზიკა
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
კათედრა: პლაზმის ფიზიკა
ასისტენტ- პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
კათედრა: ატომის და ატომბირთვის ფიზიკა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ინტერდისციპლინური (ფიზიკა, ბიოლოგია) (ფიზიკა - 1 საშტატო ერთეული, ბიოლოგია -1 საშტატო ერთეული)
კათედრა: ბიოფიზიკა
ასისტენტ პროფესორი - 2 საშტატო ერთეული.
5.
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი.
6.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2016 წლის 25 ივლისიდან 2016 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, II სართული, ოთახი N 232;
7.
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე