2018-01-15
ბრძანება №:14/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის" №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტიდან და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს №1 დანართის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო (დანართი №1).
2.
ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
4.
წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)
რექტორი
გიორგი შარვაშიძე