2007-03-14
ბრძანება №:23/01–01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006-2007 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სტუდენტთა რეგისტრაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება N23/01–01)


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006-2007 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სტუდენტთა რეგისტრაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2007 წლის 7 მარტის № 14 დადგენილების „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა სრული საუნივერსიტეტო დაფინანსებმის შესახებ“ შესაბამისად


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006–2007 სასწავლო წელს მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებზე დადებითი შეფასების მქონე კონკურსანტები რეგისტრაციას გადიან უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 14 თებერვლის #14/01-01 ბრძანებით დადგენილი წესით;
2. აკადემიური საბჭოს 2007 წლის 7 მარტის #14 დადგენილების – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა სრული საუნივერსიტეტო დაფინანსების შესახებ“ თანახმად – სრული საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში მაგისტრატურაში ადგილები გადანაწილდეს დანართის შესაბამისად.
3. კანდიდატები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად ან იღებენ საუნივერსიტეტო დაფინანსებას ამ ბრძანების მეორე პუნქტის შესაბამისად, გადიან რეგისტრაციას სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურში.
4. ამ ბრძანების პირველი და მესამე პუნქტის მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში კონკურსანტი კარგავს უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის უფლებას.
5. ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების დეკანებმა უზრუნველყონ მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის დაწყება 2007 წლის 19 მარტიდან.
6. დაევალოს სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურს წარმოადგინოს ამ ბრძანების მესამე პუნქტის შესაბამისად რეგისტრაციაგავლილი კონკურსანტების სახელობითი სია, მათი შესაბამის ფაკულტეტებზე ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
7. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის; ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ვებგვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
8. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

დანართი 1

სრული საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში მაგისტრატურაში ადგილების განაწილების შესახებ

ჰუმანიტარული ფაკულტეტი (22 ადგილი):
გვიანანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია (ერთობლივი) -1 (84 ქულა)
პედაგოგიკა – 1 (75 ქულა)
რელიგიის ფილოსოფია და რელიგიათმცოდნეობა – 1 (81 ქულა)
განათლების მეცნიერებები – 1 (98 ქულა)
მსოფლიო ისტორია – 1 (94 ქულა)
ხელოვნებათმცოდნეობა – 1 (71 ქულა)
კულტურის მეცნიერებები - 1 (92 ქულა)
საქართველოს ისტორია - 1 (96 ქულა)
არქეოლოგია და ეთნოლოგია -1 (93 ქულა)
კავკასიოლოგია - 1 (93 ქულა)
ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია – 1 (98 ქულა)
ქართველური ენათმეცნიერება – 1 (89 ქულა)
ძველი ქართული ენა და ხელნაწერთმცოდნეობა (ერთობლივი და ზოგადი, შედარებითი და გამოყენებითი ენათმეცნიერება (ერთობლივი) – 1 (94 ქულა)
რუსული და სლავური ფილოლოფია - 1 (97 ქულა)
თარგმანმცოდნეობა - 1 (96 ქულა)
ბერძნულ-რომაული ფილოლოგია - 1 (98 ქულა)
ინგლისური ფილოლოგია - 1 (96)
გერმანული ფილოლოგია - 1 (98 ქულა)
რომანისტიკა, რომანული ენები და ლიტერატურა - 1 (97 ქულა)
აღმოსავლური ფილოლოგია - 1 (100 ქულა)
არმენოლოგია – 1 (71 ქულა)
ასირიოლოგია - 1 (93 ქულა)
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (15 ადგილი)
მათემატიკა – 2 (90, 82 ქულა)
კომპიუტერული მეცნიერებანი – 2 (82 ქულა)
ქიმია – 2 (99 და 98 ქულა)
ბიოლოგია – 2 (94 ქულა)
გეოგრაფია – 2 (97, 95)
ფიზიკა – 3 (100, 100, 95)
გეოლოგია – 1 (62 ქულა)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (13 ადგილი)
კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 1 (95 ქულა)
მულტიკულტურული საზოგადოება - 1 (96 ქულა)
კვლევის მეთოდები ფსიქოლოგია - 1 (92 ქულა)
საზოგადოებრივი გეოგრაფია - 2 (93, 91 ქულა)
სოციოლოგია - 1 (86 ქულა)
სოციალური სამუშაო – 1 (88 Qქულა)
ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტაცია - 1 (91 ქულა)
პოლიტიკური მეცნიერება - 1 (90 ქულა)
პრესისა და ტელე-რადიო ჟურნალისტიკა - 1 (72 ქულა)
საერთაშორისო ურთიერობები – 1 (84 ქულა)
ფსიქოლოგიის გაერთიანებული პროგრამა - 1 (91 ქულა)
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 15 ადგილი (გადანაწილდა მიღებული შეფასების მიხედვით): 98 - 92 ქულები « უკან დაბრუნება