2018-02-12
ბრძანება №:24/02-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის 87/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის 87/02-01 ბრძანებაში ცვლილების    შეტანის თაობაზე

     „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2018 წლის 31 იანვრის №1656/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის 87/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ   №1 დანართში შევიდეს ცვლილება  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობა :

ა)  ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
ბ)  გიორგი  ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსი;
გ) დალი კანდელაკი – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
დ) თამარ გიორგაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე) თამარ ბაგრატიონი –  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
ვ) ლია გოგიაშვილი-შარითაშვილი– უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბიბლიოთეკის გამგე;
ზ)ირაკლი დვალიძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
თ)მარინე დგებუაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე;
ი)ქეთევან ნაკაშიძე –  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  ბიბლიოთეკარი;
კ)ლია  გურული – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის  გამგის  მოვალეობის  შემსრულებელი;
ლ)ირმა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება  უფროსი სპეციალისტი“.

2.  ბრძანების       განხორციელებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                          ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება