2012-01-31
ბრძანება №:10/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

  „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის #77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შესმრულებლის 2012 წლის 16 იანვრის №617/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 17 იანვრის №810/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 18 იანვრის  №1027/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2012 წლის 25 იანვრის №1547/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 25 იანვრის №1601/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 20 იანვრის №1145/02 და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2012 წლის 26 იანვრის წარდგინებების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.








რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    
პროფესორი                                                ლევან ალექსიძე                           

« უკან დაბრუნება