ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის “მაღალტემპერატურული ზეგამტარობა, თავდაპირველი კონცეფცია და ახალი შედეგები” ჩატარების შესახებ (ბრძანება N82/01-01)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის “მაღალტემპერატურული ზეგამტარობა, თავდაპირველი კონცეფცია და ახალი შედეგები” ჩატარების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 23-ე და 24-ე მუხლების" საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. 2007 წლის 8-11 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის “მაღალტემპერატურული ზეგამტარობა, თავდაპირველი კონცეფცია და ახალი შედეგები” ჩატარების ორგანიზების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ა. შენგელაია _ პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) რ. ბოჭორიშვილი _ ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) გ. გალდავა _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
დ) შ. მინდელი _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე) თ. გერგედავა _ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ვ) ი. კალანდაძე _ სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ზ) ნ. წიკლაური _ თსუ გამომცემლობის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
თ) თ. კრავეიშვილი _ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ი) ზ. მოდებაძე _ ასოცირებული პროფესორი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
კ) ნ. ოვსიანიკოვა _ კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ლ) მ. სეხნიაშვილი _ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
მ) რ. ხარბედია _ საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ნ) ი. მეცხვარიშვილი _ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საორგანიზაციო კომიტეტის სწავლული მდივანი;
ო) დ. ჯაფარიძე _ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
2. დაევალოს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ რ. ბოჭორიშვილს ორ დღეში წარმოადგინოს კონფერენციის პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა საფინანსო დეპარტამენტში.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს (რ. ხარბედია) საფინანსო დეპარტამენტს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიბების ფინანსური უზრუნველყოფა. კონფერენციის სარეგისტრაციო შენატანებისა და მომსახურებისათვის, დროებითი ქვეანგარიშის გახსნა და არსებული თანხების განკარგვის მონიტორინგი, ამასთან ანგარიშიდან თანხის ხარჯვა განხორციელდეს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
4. დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ზ. მოდებაძე) კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საგარეო საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს (თეა გერგედავა) კულტურული ღონისძიებების ორგანიზება.
6. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს (თ. კრავეიშვილი) კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური, სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (მ. სეხნიაშვილი), უზრუნველყოს კონფერენციის სათანადო გაშუქება.
8. დაევალოს თსუ-ს გამომცემლობას (ნ. წიკლაური) კონფერენციის მასალებისა და პოსტერის დაბეჭდვა.
9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო დეპარტამენტს (ი. კალანდაძე).
10. ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ელექტრონულ გვერდზე.
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა