2015-01-13
ბრძანება №:05/01-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის პირველი საუნივერსიტეტო საჯარო ლექციის ჩატარების უფლების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის პირველი საუნივერსიტეტო საჯარო ლექციის ჩატარების უფლების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- დამტკიცდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის პირველი საუნივერსიტეტო საჯარო ლექციის ჩატარების უფლების მინიჭების წესი“ (დანართი N1).
- დამტკიცდეს სიგელის ფორმა „წლის პირველი საჯარო ლექციის ჩატარებისათვის“ (დანართი N2).
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის პირველი საუნივერსიტეტო საჯარო ლექციის ჩატარების უფლების მინიჭების წესის მოთხოვნების შესრულებისა და უნივერსიტეტის „წლის პირველი საჯარო ლექციის ჩატარებისათვის“ სიგელის დადგენილი წესით გადაცემის ღონისძიებების გამართვის უზრუნველყოფა დაევალოთ რექტორის აპარატსა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება