2011-09-09
ბრძანება №:154/02-01

კოკი მახარაძის პანოს ,,მიწა ქართული” დემონტაჟსა და შემდგომ მონტაჟთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოს შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2011 წლის 8 სექტემბრის №23342/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. კ. მახარაძის პანოს ,,მიწა ქართული” დემონტაჟსა და შემდგომ მონტაჟთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოსა და ,,გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ი/მ ალექსანდრე რუბაშვილი ,,გორსო”-ს შორის 2011 წლის 04 ივლისის N452/06 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ტალახაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) ზურაბ გაიპარაშვილი – საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი,  კომისიის წევრი, კომისიის მდივანი;
დ) დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
ე) ბესიკ ალადაშვილი – საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კომისიის წევრი;
ვ) ნანა კუპრაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
ზ) ზაზა სხირტლაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, კომისიის წევრი;
თ) ლევან სილაგაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ი) ირინე კოშორიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
კ) მაია ციციშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ლ) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი.  

2. დაევალოს კომისიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა არაუგვიანეს 2011 წლის 14 ოქტომბრისა.
3. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის მუშაობა სრულდება მისთვის მინიჭებული ფუნქციის ამოწურვისთანავე ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
8.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
9.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება