2009-07-08
ბრძანება №:66 / 01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულების 2009 წლის 30 ივნისის #129/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2.  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან    დოქტორანტურის სტუდენტი;
3. კონკურსი ცხადდება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების, საერთაშორისო ეკონომიკური პოლტიკის ქვემიმართულების ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად; ხელფასი  თვეში არანაკლებ 540 (ხუთას ორმოცი) ლარის ოდენობით.     
4.  კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 8 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2009 წლის  8 აგვისტოდან  2009 წლის
8 სექტემბრის ჩათვლით;
5. კონკურსი ცხადდება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის საშტატო ერთეულზე, საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის ქვემიმართულებით;
6.   ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:


ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს კანცელარიაში 2009 წლის 8 ივლისიდან 2009 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #3 (II კორპუსი);
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
9.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება #12711/02,  02. 07. 2009წ.

 

 

  რექტორი, პროფესორი
                                         გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება