2010-10-04
ბრძანება №:94/01-01

"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ" რექტორის 2010 წლის 15 სექტემბრის №85/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და დეკანის წარდგინება (23576/02 20.09.2010; 23153/02 17.09.2010) საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება და დამატება რექტორის 2010 წლის 15 სექტემბრის №85/01-01 ბრძანებაში:
    ა)    ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი 1-ში, ქიმიის მიმართულების სააპლაციო კომისიის შემდგენლობაში ნაცვლად ნოდარ ლეკიშვილისა (პროფესორი, თავმჯდომარე) ჩაიწეროს მიხეილ გვერდწითელი (ასოცირებული პროფესორი, თავმჯდომარე);

    ბ)    ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი 5-ში, საჯარო მმართველობის მიმართულების საგამოცდო-სააპელაციო კომისიის სიას დაემატოს ბ-ნ ანდრეას კნორი.
  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს. 
  3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
  4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                       ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება