2015-01-12
ბრძანება №:02/02-04

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 დეკემბრის №1007/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის  2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 დეკემბრის №1007/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის  21 მარტის №47/01-01 და 2014 წლის 11 დეკემბრის №202/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დ.კანდელაკის 2015 წლის 05 იანვრის №33/02 დასკვნის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის თ. დოლბაიას  29.12.2014წ. №45143/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 დეკემბრის №1007/02-04 ბრძანების დანართში და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ახალი რედაქციით (დანართი №1).
  2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
  4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
  5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                               დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება