2020-04-14
ბრძანება №:76/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ინტენსიური კურსი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი  განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის „მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ინტენსიური კურსი“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის   „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2020 წლის 10 აპრილის   N5394/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ -ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო    უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის     ტრენინგკურსი     „მასწავლებელთა      სასერტიფიკაციო     გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ინტენსიური კურსი“  შედგება ორი (2) მოდულისაგან, მომზადების საფასური თითოეულ მოდულზე განისაზღვროს შემდეგნაირად, კერძოდ:
ა) I მოდული: I-VI კლასები:
ა.ა) სრული კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის  განისაზღვროს 250 ლარით; 
ა.ბ) კურსის მოცულობა შეადგენს  24 საათს;

ბ)  II მოდული: VII-XII კლასები:
ბ.ა) სრული კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის განისაზღვროს 250 ლარით; 
ბ.ბ) კურსის მოცულობა შეადგენს 24 საათს;

2. პედაგოგის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი - 50 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა  დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება