2010-03-29
ბრძანება №:25/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული თსუ-ს წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:

1. ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის (განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების პროგრამით) კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) აკადემიური მოსწრება;
ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

2.  კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს 100 ქულიანი სისტემით:
ა) აკადემიური მოსწრება შეფასდეს 80 ქულით, რომელიც გამოითვლება წინა სემესტრში პროგრამით გათვალისწინებული საგნების (არანაკლებ 30 კრედიტი) ჩაბარების და  მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით.
ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (მიიღება 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები). 
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (ჩაითვლება 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).
3. დაევალოს კანცელარიას  უზრნველყოს ბრძანების დაგზავნა შესაბამისი ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
4.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება  №151 01.03.2010;    თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ/შ  2010 წლის 18 მარტის №57/02-01 ბრძანების შესაბამისად თსუ ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების  ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი ერთიანი საუნივერსიტეტო კომისიის  22.03.2010 წ.სხდომის ოქმი №1.

                  


რექტორი, პროფესორი                                                გ. ხუბუა
« უკან დაბრუნება