2019-01-15
ბრძანება №:10/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „o“ და „p“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 10 იანვრის N243/28, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 14 იანვრის N389/26, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 27 დეკემბრის N26957/32, წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო     პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
1.2. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3).

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3. ბრძანების   ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსებისა  და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის    გადაცემის    უზრუნველყოფა    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                             გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება