ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება 2007-2008 აკადემიურ წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ტარტუს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გასაგზავნი სტუდენტების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შექმნის შესახებ (ბრძანება N39/01–01)
ბრძანება № 39/01–01
08.05.2007 წ.
2007-2008
აკადემიურ წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტიდან ტარტუს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
სასწავლებლად გასაგზავნი სტუდენტების შესარჩევი საკონკურსო კომისიის
შემადგენლობის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის 2005 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 თავის მე-2 პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. 2007-2008 აკადემიურ წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ტარტუს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გასაგზავნი სტუდენტების შერჩევის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფ. იოსებ სალუქვაძე – თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ბ) პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
გ) პროფ. დავით პაიჭაძე - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
დ) პროფ. მერაბ აბდალაძე – თსუ ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი;
ე) პროფ. თედო დუნდუა – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
2. კონკურსი ჩატარდეს 2007 წლის 11 მაისს და კონკურსის ორგანიზება დაევალოს საგარეო ურთერთობათა დეპარტამენტს (თ. გერგედავა);
3. ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის 2005 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 თავის მე-2 პუნქტი; თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ. გერგედავას წერილი (5797/02; 07.05.07წ.).
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა « უკან დაბრუნება