2017-09-18
ბრძანება №:184/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, 21  და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია  თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის №12/04 ერთობლივი ბრძანების,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ი. რატიანის 2017 წლის  12 სექტემბრის №15206/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო   ან   სხვა   პროფილურ   დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გააჩნდეს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან 2 სტატია, რომელიც ინდექსირებულია ERIHH-ში;
3.  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 18 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 19 ოქტომბრიდან  2017 წლის  30 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის 20 ნოემბრისა;
5. კონკურსი გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ქართული ლიტერატურის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)  

ფოლკლორის  განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ)
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)  

რუსთველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ)

6. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 19 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.   მისამართი:  თბილისი, მ. კოსტავას ქ №5, მე-2 სართული.
8. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი      გიორგი შარვაშიძე           

« უკან დაბრუნება