2012-10-22
ბრძანება №:140/01-01

,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” რექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №122/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ს“ და ,,ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ

1. Eშევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” რექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №122/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი დაჯგუფებული უნდა იყოს ენების მიხედვით;”
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული №2 დანართის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალის წარმოდგენის ფორმა”.
2. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4. ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.

რექტორი                                                                                       ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება