2015-09-08
ბრძანება №:155/01-01
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 5 აგვისტოს №133/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 5 აგვისტოს №133/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის – საქართველოს დეკანის 2015 წლის 2 სექტემბრის #28582/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 5 აგვისტოს №133/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ა” ქვეპუნქტში და აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
"ა) 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება _ 31 აგვისტო-11 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 - 25 სექტემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები _ 28 სექტემბერი-9 დეკემბერი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი _ 9-16 დეკემბერი."
2.
შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 5 აგვისტოს №133/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ბ” ქვეპუნქტში და დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:
"ბ1. ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ 1-14 თებერვალი."
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა