2016-10-21
ბრძანება №:184/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირების ვადების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირების ვადების განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირების ჩატარების ვადად:
1.1.
ტესტირების ჩატარება – 24 ოქტომბერი (10:00 სთ.);
1.2.
ტესტირების შედეგების გამოცხადება – 24 ოქტომბერი (18:00 სთ.);
1.3.
ტესტირების შედეგების გასაჩივრება – 25 ოქტომბერი;
1.4.
ტესტირების საბოლოო შედეგების გამოცხადება – 26 ოქტომბერი.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე