2015-04-17
ბრძანება №:59/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 18-20 აპრილს ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადის ჩასატარებლად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 18-20 აპრილს ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადის ჩასატარებლად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-12 პუნქტებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილის №113287/02 16.04.2015 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა – უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე
ბ) დავით ჩომახიძე – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი
დ) ალექსანდრე გამყრელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი
ე) ტარიელ ზარანდია – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) თეოდორე ზარქუა - საორგანიზაციო კომისიის წევრი, შეჯიბრების დირექტორი
ზ) ნანა მამაგულიშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი,  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) ჰამლეტ მელაძე - საორგანიზაციო კომისიის წევრი, ჟიურის თავმჯდომარე
ი) ნინო ტყეშელაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე, საორგანიზაციო კომისიის წევრი
კ) თამარ ჭელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომისიის წევრი
2. თსუ-ს სახელით დაწესდეს  ყოველწლიური სახელობითი პრიზი საუკეთესო ქართული გუნდისთვის.  პრიზის სახელობითობა განისაზღვროს ყოველწლიურად რექტორის ბრძანებით. 2015 წელს თსუ-ს სახელით დაწესებულ პრიზს საუკეთესო ქართული გუნდისთვის მიენიჭოს პროფესორ დავით გორდეზიანის სახელი.
3. კონტროლი   ბრძანების     შესრულებაზე    დაევალოს    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილს.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას აღნიშნული ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება