2019-12-23
ბრძანება №:324/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსის 2019 წლის 16 დეკემბრის N24631/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) გავაშელი ცისანა (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
ბ) ლეკაშვილი თამარ (თსუ მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი);
გ) ოქიტაშვილი გიორგი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი);
დ) მიქაძე მირანდა (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი);
ე) მურადაშვილი ზვიად (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი);
ვ) ჟღენტი ნათია (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი);
ზ)ჩიტიშვილი   სალომე   (თსუ   ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე).


2. ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების   შესასრულებლად   გადაცემა   მასში   მოყვანილ   დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება     ძალაში     შედის     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     – გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).





რექტორი            გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება