ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობაზე პერსონალის დანიშვნის შესახებ (ბრძანება N237/02-03)
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და კონკურსით გამოცხადებულ თანამდებობაზე პერსონალის დანიშვნის შესახებ
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 28 თებერვლის #08/02-01 და ,, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის #10/02-01 ბრძანებების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურის ფორმირებასთან დაკავშირებით შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა დანართი #1-ით განსაზღვრულ პირებს 2007 წლის 20 აგვისტოდან;
2. კონკურსის შედეგების საფუძველზე დაინიშნონ საშტატო განრიგით გასთვალისწინებულ თანამდებობებზე დანართი #2-ით განსაზღვრული პირები 2007 წლის 20 აგვისტოდან;
3. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ რიცხული ქონების გადაბარება კანონით დადგენილი წესით;
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა;
5. მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე ერთი თვის შრომის ანაზღაურება გაიცეს ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;
6. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე), შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი #2-ით განსაზღვრულ პირებთან;
7. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს ( რ. ბოჭორიშვილი) უზრუნველყონ ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა დანართი #1-ით განსაზღვრული პირებისათვის;
8. ბრძანება გაცნობისათვის განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
9. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
11. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში
(მის. სარაჯიშვილის გამზირი #1ა)
საფუძველი: საკონკურსო კომისიის წარდგინება # 10855/02 15.08.2007 წელი
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა
« უკან დაბრუნება