2012-02-07
ბრძანება №:14/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობისათვის საგამოცდო ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობისათვის საგამოცდო ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის #77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 6 თებერვლის #2444/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობისათვის 20 ვაკანტური ადგილი.
2.     განისაზღვროს 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის საგამოცდო ვადები:
2.1.    უცხო ენის გამოცდა – 28 თებერვალი;
2.2.    შედეგების გამოცხადება – 29 თებერვალი;
2.3.    აპელაციაზე განცხადების მიღება – 1-2 მარტი;
2.4.    აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება –  5 მარტი.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი                                                                                       ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება