2015-10-01
ბრძანება №:183/01-01

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ვენეციის კა ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) მიერ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ვენეციის   კა ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) მიერ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის                  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილების (36544/02, 29.09.15; 36939/02, 01.10.2015) საფუძველზე

ვბრძანებ

1. ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ვენეციის კა ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) მიერ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 2 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვახტანგ ლიჩელი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე, პროექტის აკადემიური კოორდინატორი);
ბ) თედო დუნდუა (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორი);
გ) ქეთევან ხუციშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი);
დ) ანი ჭელიშვილი (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, პროექტის ადმინისტრაციული კოორდინატორი)
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი  - მარიამ რაზმაძე.
5. დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს კონკურსის მონაწილეების გუგა ბერძენიშვილისა და კოკა კაპანაძის გასაუბრებაზე სკაიპით ჩართვის ტექნიკური უზრუნველყოფა. 
6. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1) და გასაუბრების განრიგი (დანართი №2). 
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
9. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი, პროფესორი                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
 

« უკან დაბრუნება