2019-10-31
ბრძანება №:274/01-01
„სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“-ს დამტკიცების შესახებ თსუ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს N94/01-01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“-ს დამტკიცების შესახებ თსუ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს N94/01-01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა”, „ბ”, „ო” და „პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს დამატება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“-ს დამტკიცების შესახებ თსუ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს N94/01-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. თსუ უფლებამოსილია გამოაცხადოს რიგგარეშე შიდა მობილობა, მის მიერ დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში ან მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების შემთხვევაში.“
2. შევიდეს ცვლილება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“-ს დამტკიცების შესახებ თსუ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს N94/01-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიმდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „2. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ, გარდა რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტებისა. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.“
ბ) „4. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სტუდენტს, რომელმაც სწავლების ძირითად ვადებში ვერ შეძლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება, გარდა რიგგარეშე შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტებისა.“
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება