2016-10-20
ბრძანება №:183/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ







სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო” ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 ბრძანების მე-5 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 11 ოქტომბრის №37666/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 325 000 ლარით.
2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად: 
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 50 529 ლარი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 58 866 ლარი; 
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 42 548 ლარი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 80 183ლარი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი – 54 240 ლარი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 19 741 ლარი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 18 893 ლარი;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

რექტორი                              გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება