2015-10-28
ბრძანება №:1381/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე 

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების‘‘ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის  მე-2, მე-3 პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ _ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 19 ოქტომბრის №186/15 ბრძანების, რექტორის 2015 წლის  26 ოქტომბრის №198/01-01 ბრძანებით დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე შემდეგი პროფესიული სტუდენტები:

1.1. ,,კინო-ტელე რეჟისორი”  IV, V საფეხური (დანართი №1)
1.2. ,,ტანსაცმლის დიზაინი” IV საფეხური (დანართი №2)
1.3. ,,მასაჟისტი” III საფეხური (დანართი №3)
1.4. ,,აგროლოჯისტიკის ოპერატორი” IV, V საფეხური (დანართი №4)
1.5. ,,ტურიზმის მენეჯმენტი”  IV საფეხური (დანართი №5)
1.6. ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი" IV საფეხური (დანართი №6)

2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია პროფესიული კოლეჯების მართვის სისტემაში 3 (სამი) დღის ვადაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება