2015-09-16
ბრძანება №:105/02-01
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ტარიელ ზარანდიას 2015 წლის 01 სექტემბრის N28481/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 შევიდეს ცვლილება და ხსენებული ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომპიუტერული ტექნიკის, მაკომპლექტებელი და სათადარიგო ნაწილების ინსპექტირების ჯგუფი:
დ.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
დ.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ.გ) ნინო კუტალაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ.დ) ზურაბ კუბლაშვილი – შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ.ე) შოთა ბარბაქაძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი;
დ.ვ) ცისანა გავაშელი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ.ზ) ბაქარი გეგეჭკორი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების პროგრამისტი;
დ.თ) თეიმურაზ გოგნაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ.ი) ნიკოლოზ მამუჩაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი“;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩამახიძე