2014-10-13
ბრძანება №:186/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 10 ოქტომბრის #1740/01-04 ბრძანებით ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 10 ოქტომბრის #1740/01-04 ბრძანებით ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის ვადად 13-18 ოქტომბერი;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისთვის გაცნობისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                     მერაბ ელიაშვილი 

« უკან დაბრუნება