2013-08-13
ბრძანება №:1174/01-04

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რეგისტრაციის გავლის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და   მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ” მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის     2013 წლის 8 აგვისტოს №678/32 №677/32, №679/32 (კანცელარიაში რეგისტრაციის №22385/02, №22387/02, №22386/02; 08.08.2013) წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    განისაზღვროს ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები შემდეგი სახით:

ა)    ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 19 აგვისტო - 16 სექტემბერი
ბ)    სააუდიტორიო მეცადინეობები – 26 აგვისტო – 28 სექტემბერი.

2.    მიეცეთ ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსების გზით სწავლის  გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება შემდეგ სტუდენტებს (დანართი 1).
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                                  ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება