2015-12-23
ბრძანება №:39/04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის და სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მაქსიმალური ჩართულობის მიზნით და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის მიზნით 2016 წელს განხორციელდეს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით.
2.
მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი თემატიკის დამდგენ ორგანოდ განისაზღვროს ფაკულტეტის საბჭო.
3.
მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2016 წელს გამოიყოს 595000 ლარი, რაც თანაბრად განაწილდება უნივერსიტეტის ფაკულტეტებს შორის. ამასთან, თითოეულ კონკრეტულ ფაკულტეტზე განაწილებული 85000 ლარიდან არანაკლებ 75000 ლარი მოხმარდეს უშუალოდ ფაკულტეტის ფარგლებში განსახორციელებელ სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებს, ხოლო არაუმეტეს
10000 ლარი გამოყენებულ იქნას ინტერდისციპლინური კვლევების განსახორციელებლად თსუ-ის სხვა ფაკულტეტთან/ფაკულტეტებთან ერთად, რაც განხორციელდეს ასევე კონკრეტული ფაკულტეტის ადმინისტრირებით (პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს კონკრეტული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი).
4.
მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში 2016 წელს განსახორციელებელი კონკრეტული სამეცნიერო კვლევის (პროექტის) დაფინანსება მოხდეს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობებსა და ჩატარების წესს ადგენს ფაკულტეტის საბჭო წინამდებარე ბრძანების დებულებების გათვალისწინებით. ერთი პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 20000 ლარს უშუალოდ ფაკულტეტის ფარგლებში განსახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისათვის და 10000 ლარს - ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისათვის.
5.
თითოეულ პროექტში სავალდებულოა უნივერსიტეტის არანაკლებ 2 სტუდენტის (პროექტის წარდგენისა და დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის არანაკლებ 150 კრედიტის მქონე და არანაკლებ 3.0-ის რეიტინგის მქონე სტუდენტი ან მაგისტრატურისა ან/და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი) ჩართულობა. ამასთან, ინტერდისციპლინური სამეცნიერო - კვლევითი პროექტებისათვის სავალდებულოა პროექტში ჩართული თითოეული ფაკულტეტიდან არანაკლებ 1 სტუდენტის (პროექტის წარდგენისა და დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის არანაკლებ 150 კრედიტის მქონე და არანაკლებ 3.0-ის რეიტინგის მქონე სტუდენტი ან მაგისტრატურისა ან/და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი) და არანაკლებ 1 აკადემიური პერსონალის ჩართულობა.
6.
დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე მონიტორინგს ახორციელებს ფაკულტეტის საბჭო.
7.
პროექტი მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაღვრება 2016 წლის 20 დეკემბრამდე. პროექტი დასრულებულად ჩაითვლება ფინანსური და პროგრამული ანგარიშის ფაკულტეტის საბჭოსთვის წარდგენის საფუძველზე. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის მიმღებმა ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა.
8.
პროექტში ჩართული პროფესორისა ან/და ასოცირებული პროფესორის ან/და ასისტენტ- პროფესორის ჯამური შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 30 %-ს.
9.
პროექტის დაფინანსება განხორციელდება ტრანშებად, პრინციპით: პირველი ტრანში - არაუმეტეს 40%-ისა, მეორე ტრანში - არაუმეტეს 50% - ისა 6 თვის
ფინანსური და პროგრამული ანგარიშის წარდგენისა და დადებითი შეფასების საფუძველზე, მესამე ტრანში - არაუმეტეს 10%-ისა პროექტის წარმატებით დასრულების შემდგომ.
10.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
11.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
12.
ბრძანება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
13.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე