2020-09-14
ბრძანება №:593/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58- ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული    ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის  39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა, მე- 12  მუხლის  მე-2  პუნქტის,  „კოეფიციენტებით  რანჟირების  დოკუმენტის  დამტკიცების შესახებ,  იმ  აბიტურიენტთათვის,  რომლებმაც  2020  წელს  მოიპოვეს  ბაკალავრიატის, მასწავლებლის  მომზადების  ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო,  ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო  პროგრამაზე  სწავლის  უფლება“  სსიპ  -  შეფასებისა  და  გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 1 სექტემბრის N126/20 ბრძანების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტების  საჯაროდ  გამოცხადების  წესის  დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ჩაირიცხონ 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული

მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო   ერთეულების   შესაბამისად   თანდართული   სიის   მიხედვით შემდეგი სტუდენტები:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება