2012-08-23
ბრძანება №:110/01-01

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის #91/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის #91/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეტანილ იქნეს ცვლილება "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 16 ივლისის #91/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2. განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) –  27 აგვისტო - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 5 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი (10 საათი);
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7 - 9 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება –  9 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 6 სექტემბერი;
ზ)  გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 7 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –  8 სექტემბერი (10 საათი);
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  8 - 10 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 12 - 13 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 14 სექტემბერი."

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                            ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება