2018-03-12
ბრძანება №:50/01-01
2018-2019 სასწავლო წლის ივ. ჯავახიშილის სახ. თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018-2019 სასწავლო წლის ივ. ჯავახიშილის სახ. თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას წერილის (N4377/10, 06/03/2018) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2018-2019 სასწავლო წლისათვის თსუ-ს ინგლისურენოვანი ერთ სემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად;
2.
კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 13-14 მარტს (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი N202);
3.
დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი);
ბ) კომისიის წევრი - თამარ ჭელიძე (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
გ) კომისიის წევრი - ჩარიტა ჯაში (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ) კომისიის წევრი - თამაზ ზუბიაშვილი (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ე) კომისიის წევრი - ტრევორ ჯორჯ კარტლეჯი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი);
ვ) კომისიის წევრი - ნუნუ მიცკევიჩი (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ზ) კომისიის წევრი - მანანა რუსიეშვილი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი);
თ) კომისიის წევრი - ეკატერინე ფირცხალავა (თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ი) კომისიის წევრი - ხათუნა მარწყვიშვილი (თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
კ) კომისიის წევრი – მოწვეული პროფესორი ჯეფრი რენცი (მონტანას უნივერსიტეტი, აშშ);
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე;
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1);
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნა (დოკუმენტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა) დაევალოს თსუ-ს კანცელარიას;
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი გიორგი შარვაშიძე