2015-06-08
ბრძანება №:85/01-01

პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი,  მე-9  და მე-12 პუნქტების, სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის 29/05/2015 წლის  №17634/02 განცხადების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი”) სტუდენტთა 75-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია 2015 წლის 14 ივნისიდან 19 ივნისამდე.  
2. დამტკიცდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესი (დანართი №1).   
3. დამტკიცდეს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა (დანართი №2).   
4. უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ორგანიზება დაევალოს უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების კონფერენციის საინიციატივო ჯგუფს. 
5. დაევალოთ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებს უზრუნველყონ    შესაბამის ფაკულტეტებზე უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო კონფერენციისათვის სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება კონფერენციის ორგანიზების წესის შესაბამისად.
6. კონფერენციის ჩატარების ორგანიზებისათვის უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების კონფერენციის საინიციატივო ჯგუფის წევრებზე გაიცეს შესაბამისი ანაზღაურება, რაც განისაზღვრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.
7. დაევალოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარის დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა. 
8. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს უნივერსიტეტის სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო კონფერენციის ფინანსური უზრუნველყოფა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
9. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტმენტს სტუდენტთა 75-ე სამეცნიერო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფა
10. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას უზრუნველყოს ამ ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                    აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება