2018-04-12
ბრძანება №:73/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2  მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლისპირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2018 წლის 2 აპრილის N96/2018 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია ჭელიძე - კომისიის  თავმჯდომარე, პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ) მაია მეტრეველი - კომისიის წევრი, თსუ კანცელარიის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი;
გ) ლიკა კილაძე - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.
2. დაევალოს კომისიას მიიღოს თსუ-ს კანცელარიის წესით შემოსული პრეტენდენტების განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია, უზრუნველყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 2 აპრილის N96/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან მიმართებაში და შემოწმებული დოკუმენტაცია წარუდგინოს აკადემიურ საბჭოს არაუგვიანეს 2018 წლის 23 აპრილის 10 საათისა.
3. ბრძანების დაინტერესებული პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა  დაევალოს თსუ კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

  
რექტორი                       გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება